იძულებით გადაადგილებული პირებს, რომლებიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საპროტესტო აქციას ბინების გადაცემის მოთხოვნით რამდენიმე ორიოდე კვირაა, რაც მართავენ,
სიტუაცია სამინისტროში მას შემდეგ გამწვავდა, რაც უწყებამ ბინების განაწილების პროცესი დაასრულა და სიები გაასაჯაროა. სამინისტროში ამბობენ, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ნგრევადი და სახელმწიფო მნიშვნელობის 24 ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ 256 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა. ასევე, დევნილი ოჯახები, ბინებს, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზეც მიიღებენ.
20 ივნისის პროვოკაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქსენოფობური (რუსოფობური) განცხადებებით ცნობილი აქტივისტი კახა კვეკვესკირი სამინისტროში პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორია, თავის მეგობარ, “ნაციონალური მოძრაობის წევრ” ბესო შენგელიასთან ერთად. კვეკვესკირი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ აქციის მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი ადამიანი მოხვდა სიაში, რამაც აქციის მონაწილეების აღშფოთება გამოიწვია. მისი თქმით, ერთმა ადამიანმა თვითდაზიანებებიც მიიყენა. აღნიშნული საკითხი “ნეტგაზეთს” შსს-შიც დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ გამოძიება სსსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობადე მიყვანას გულისხმობს.
პოლიციამ აქციის მონაწილეები სამინისტროს შენობიდან გამოიყვანა. ისინი აქციას ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აგრძელებენ.
საპასუხოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ აქციის მოანწილეთა უმრავლესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა.
ამას გარდა, განცხადებაში წერია, რომ აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი – აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა:
“გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით” – აცხადებენ სამინისტროში.