„მე ღმერთს ვეხვეწები, ძალას მომცემს, მე მამაოები, დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელნელა ვიღდგენ, რომ მე ამ ბრძოლის გავემზადო. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩემს ადგილას თავი რომელიმეს? რატომ ვარ ლოგინში, იცით?
მე განაჩენი გამომიტანეს, აი, ამ ფემინისტებმა და, აი, ამ რადიკალებმა და, აი, ამ ლიბერალებმა. ეს ხომ პოლიტიკაა“ – ამბობს საავადმყოფოში სამკურნალოდ დაწვენილი თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც თანაშემწე ქალი სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდა და 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. იგი კვლავაც გადის მკურნალობას კლინიკაში. მისმა ადვოკატმა გნაცხადა,რომ ჯიშკარიანს მიმე ემოციური ფონი აქვს.