თბილისი-რუსთავის ავტობანზე სამუშაოებისთვის 2020 წელს მთავრობა თანხას ვერ გამოყოფს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა. ამ პროექტის განვითარებაზე კითხვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ბეგაძემ დასვა და აღნიშნა, რომ თუ მომავალი წლისთვის ამ მიმართულებით თანხა გამოყოფილი არ არის, მთავრობამ სამუშაოების დასასრულებლად რესურსები უნდა გამოყოს და პრობლემის გადასაჭრელად გამოსავალი იპოვოს.
მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნაა, რომ განსახლება განხორციელდეს და განსახლების თანხის ოდენობა საკმაოდ დიდია, რასაც ითხოვენ. ეს არის 900-დან 1000 დოლარამდე ერთ კვადრატულ მეტრზე“, – განმარტა მზია გიორგობიანმა.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს მთავრობას ამ მონაკვეთისთვის თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს, მუნიციპალური განვითარების ფონდი გარკვეულ სამუშაოებს მაინც განახორციელებს.
„განხორციელდება არსებული მონაკვეთის დაერთება დღეს არსებულ სამ-კილომეტრიან მონაკვეთზე და ის გზა დროებით გაჩერებული იქნება, სანამ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ასევე ორ წერტილში განსაზღვრულია, სად უნდა დაერთდეს (ჯერ კიდევ დაუსრულებელი გზის მონაკვეთი) და იქ გამავლობა იქნება მოწესრიგებული“, – აღნიშნა მან.