შეერთებულ შტატებში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თემა გაიხსენეს

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გევრდზე განთავსდა ამერიკულ ჟურნალ “ნეშნელ ინტერესტში” გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველო ამერიკასთან თავისუფალ ვაჭრობას “იმსახურებს”. სტატიაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი ვაჭრობა არ უნდა მოხდეს რუსეთის გამოწვევის მიზნით:

“ეს არ მოხდება რუსეთის ჯიბრზე. ეკონომიკური რეფორმების განხორციელებითა და საერთაშორისო დონეზე დასავლეთის გმირული მხარდაჭერით, საქართველომ დაამტკიცა, რომ თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობის ღირსია. „სუფრა გაშლილია” – ყველაფერი მზადაა შეთანხმების გასაფორმებლად” – აღნიშნულია სტატიაში.