გიორგი გახარია სომხეთის დედაქალაქს პრემიერმინისტრის რანგში 15 ოქტომბერს, პირველად ეწვევა. ამ ინფორმაციას “სპუტნიკ-საქართველო” ავრცელებს სომხური წარმოშობის ქართველ დეპუტატ ენზელ მკოიანზე დაყრდნობით.
საინტერესოა გახარიას ვიზიტის მარშრუტი: ბაქოს შემდეგ იგი ერევანს ეწვევა, ხოლო ერევნის შემდგომ თურქეთში გაემგზავრება.