ირაკლი დეკანოიძეს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის საქმის პროკურორის მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის დასაბუთება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სახესთან დაკავშირებით სრულად გაიზიარა. ამის შესახებ პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოგეხსენებათ, ბრადლების მხარემ მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნული შუამდგომლობა განხილული იქნა. ბრალდების მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ის დასაბუთება, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სახესთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

გორის სასამართლომ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს პატიმრობა შეუფარდა.