ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესესებული შეზღუდვა მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსაურმა გაავრცელა.
ენგურის ხიდზე შეზღუდვა 2019 წლის 27 ივნისს დააწესეს რაც თბილისში დაწყებულ საპროტეტსო გამოსვლებს დაუკავშირეს. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ზუგდიდში „პროვოკაციული ხასიათის“ საპროტესტო აქციები იმართებოდა, რომელიც „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას“ ეხებოდა.
ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების ნაწილმა ერთიან ეროვნული განოცდებისთვის ზუგდიდში გადმოსვლა ვერ შეძლო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონოდ შეზღუდა, რაც მიზნად ისახავდა მათ იზოლაციას და საფრთხეს უქმნიდა ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.