რუსეთის პრეზიდენტის აზრით სირია უნდა დაუბრუნდეს „არაბულ სახელმწიფოთა ლიგას“, როგორც არაბული სამყაროს სრულფასოვანი წევრი, რაც ბევრად შეუწყობს ხელს ახლო აღმოსავლეთში სტაბილიზაციის გაზრდას.
არაბული სახელმწიფოების ლიგამ სირიის წევრობა 2011 წელს შეაჩერა მას შემდეგ, რაც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა არაბული ქვეყნების სამშვიდობო გეგმა, ამ ქვეყნების ხელმძღვანელობის აზრით, დაარღვია.