ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” რომლის წევრებმაც ცოტა ხნის წინ გამყოფ ზოლზე უცნაური და არაეთიკური პერფორმანსით,კერძოდ კი შარვალჩახდილებმა გამოხატეს პროტესტი, სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაციას ავრცელებს:
“წაღვლი-ჩორჩანის ტყეში სამუშაოები არ ჩერდება. ჩვენი ხელისუფლება სდუმს და ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ს წევრებისთვის გადაადგილების შეზღუდვების დაწესებას აგრძელებს.
კიდევ ერთი სტრატეგიული სიმაღლე გადასცა ჩვენმა ხელისუფლებამ ოკუპანტებს, ის სიმაღლე და ტერიტორია, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად არ დაკარგულა, მაგრამ იკარგება იმ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, რომელიც დაგვპირდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.
მოვიგებთ ომს მშვიდობით?
არ მგონია. დათვისთვის არც ბაბაიას ძახილი შველის და მორჩილად ჯარის დაშლა, ჯარისკაცების ჯარიდან გაგდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჯარისკაცი საოკუპაციო ხაზთან მივიდა მშვიდობიანი აქტივისტების გასამხნევებლად, დადებითად არ იმოქმედებს ჯარის მორალურ მდგომარეობაზე.
წაღვლი-ჩორჩანის ტყის რუსებისთვის გადაცემაზე, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვყვირით, მაგრამ რამდენიმე ასეული ადამიანის, 2 ტელევიზიის და ერთი-ორი რადიოსადგურის გარდა თითქმის არავინ რეაგირებს.
ხელისუფლება მედგრად სდუმს და ფეხზე იკიდებს ამ კრიტიკას, მთავარია, რუსებს არ აღიზიანებს და კრემლის დავალებას პირნათლად ასრულებს.
გინდათ მშვიდობა? ემზადეთ ომისთვის.”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.