საფრანგეთი აპირებს სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერებას – ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შეჯამების შემდეგ.
მაკრონის აზრით, თურქეთის სამხედრო ოპერაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრაგიკული ჰუმანიტარული შედეგები, მათ შორის ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენების აღდგენა.