ესპანეთიც თურქეთისადმი წინააღმდეგობის გზით მიდის

ესპანეთის მთავრობამ 15 ოქტომბრიდან შეაჩერა საექსპორტო ლიცენზიის გაცემა იარაღის და საბრძოლო ტექნიკის თურქეთში გატანაზე.
ამის მიზეზად სახელდება თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“.
უფრო ადრე თურქეთსი იარაღის ექსპორტი შეაჩერეს ჩეხეთმა, იტალიამ და დიდმა ბრიტანეთმა.