არჩილ თალაკვაძე სააკაშვილს და ბოკერიას მაინც ერთ გუნდში მოიაზრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება მომავალში კვლავ შესაძლებელია.

კითხვაზე, რამდენად რეალურია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაპირისპირება, თალაკვაძე პასუხობს:

„ჩემი აზრით, ეს არის ის პოლიტიკური ძალა და გაყოფის შემდეგ ძალები, რომელიც შესაძლებელია როგორც გაიყვნენ, დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ისე ერთმანეთთან შეთანხმება შეძლონ მომავალში და კვლავ გაერთიანდნენ. ასე რომ, მათ კონფლიქტებზე, კომენტარი თვითონ უნდა გააკეთოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.