ალეპოს პროვინციაში მდებარე ქალაქ მანბიჯზე კონტროლი რუსეთს გადაეცა. აშშ-რუსეთის ეს შეთანხმება განაპირობა თურქეთის მცდელობამ გაენადგურებინა „დემოკრატიული სირიის ძალები“, რომლებიც მანბიჯს აკონტროლებენ და შშ-ს მხარდაჭერით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ამერიკელები სასწრაფოდ ტოვებენ ქალაქს.
სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მანბიჯს საკვანძო ფუნქცია აკისრია. მას ქურთული შეიარაღებული დაჯგუფება „სახალხო თავდაცვის ძალები“ აკონტროლებს. ქალაქში უკვე შევიდა სირიის სამთავრობო არმია.