საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვებით კვლავ რუსეთი ლიდერობს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სექტემბრის თვის მონაცემები გამოაქვეყნა უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობასთან და ქვეყნების მიხედვით ამ თანხების განაწილებასთან დაკავშირებით.

ირკვევა, რომ ცალკე აღებულ ქვეყნებს შორის, რუსეთის ფედერაციიდან ყველაზე მეტი ფულადი გზავნილია გაკეთებული – 36 მლნ აშშ დოლარზე მეტი, რაც საერთო გადმორიცხვების 24,2%-ია. შედარებისათვის: შეერთებული შტატებიდან სექტემბერში გამოგზავნილია 15 მლნ დოლარი, იტალიიდან – 21 მლნ., საბერძნეთიდან – 15.9 მლნ. აშშ დოლარი.

საერთო ჯამში, 2019 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149.8 მლნ აშშ დოლარი (444.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.9%-ით (18.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.