20 წლის შემდეგ პირველად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ფიროსმანსა და სამთაწყაროში შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვა:
► აშენდა ახალი სატუმბი სადგურები;
► სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარწყავი სისტემის 16-კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს;
► გაიწმინდა არხები;
► აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ხიდებს;
► ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების ფიროსმანისა და სამთაწყაროს 1000 ზე მეტი ჰექტრის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი.
☑ 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 128 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული.