350 კონტეინერზე მეტი (10 ტონაზე მეტი) სხვადასხვა სახის შეიარაღება მიიღო ლიბიის ე.წ. “სახალხო თანხმობის მთავრობამ” თურქეთიდან. ეს იარაღი მიმდინარე წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით იქნა გადატვირთული ლიბიის პორტებში ხომსში, მისურათში, ტრიპოლისა და სირტში, რომლებსაც აკონტროლებს სახალხო თანხმობის მთავრობა.
როგორც ირკვევა, თურქეთის ტერიტორიიდან იარაღი ასევე ტრანზიტულად რეგულარულად იგზავნება ლიბიაში სხვა ქვეყნებიდანაც. მათ შორის ერთ-ერთი აქტიური უკრაინაა. მსხვილ მიმწოდებელთა შორის არიან იტალია და აშშ.
ცნობისთვის: სახალხო თანხმობის მთავრობა ეყრდნობა რადიკალებს და დაჯგუფებებს, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან ტერორისტულ დაჯგუფებასთან „ძმები-მუსულმანები“.