საერთაშორისო საქმიანი სამყარო ყურადღებით აკვირდება დონბასისა და ოფიციალური კიევის ურთიერთობებს. ერთ-ერთმა სოციოლოგიურმა გამოკვლევამ უკვე აჩვენა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახური“ შესაძლოა 50%-ზე მეტიც კი მიიღოს, რამაც პოტენციური ინვესტორების საგრძნობი გამოცოცხლება გამოიწვია.
არსებული მონაცემებით საერთო საინვესტიციო თანხა სავარაუდოდ 50 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 15 მილიარდი რუსეთის წილად მოდის.
ზოგიერთი უკრაინელი ექსპერტის აზრით, კიევში უკვე დაიწყო „სამზადისი“ მომავალი ინვესტიციების „ასათვისებლად“, რაც მალე, შესაძლოა პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში და ინსინუაციებში გადაიზარდოს.