აზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” პრესსპიკერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაცია ანაკლიის პორტის თემის გადაფარვის უსუსური მცდელობაა.
” მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის თემაზე გამართულ პრესკონფერენციამდე 5 წუთით ადრე პროკურატურის მიერ ამ ე.წ. ანგარიშის გამოქვეყნება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ როგორმე გადაიფაროს საქართველოს მთავრობის ტოტალური მარცხი ანაკლიის პროექტთან მიმართებაში. ასეთი თემის გადაფარვის უსუსური მცდელობები ვერ აგვაღებინებს ხელს მიზანზე, რომელიც „ლელოში“ გაერთიანებულმა ადამიანებმა დავისახეთ. ეს ქვეყანა შეიცვლება და ერთხელ და სამუდამოდ, დაემსგავსება სახელმწიფოს. პროკურატურა დაემსგავსება სახელმწიფო უწყებას, სასამართლო -მართლმსაჯულების განმახორციელებელ უწყებას და ეს სამარცხვინო მდგომარეობა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში აქვს სახელმწიფოს, შეიცვლება,”-აცხადებს ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილის თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ახალი არ არის მათთვის, საგამოძიებო უწყებამ წინა სასამართლო პროცესზე წარმოადგინა და ხაზარაძის ადვოკატებისგან ღირსეული პასუხი მიიღო.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიწერილ წერილი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა და მიიჩნია, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობ