გრიგოლ ლილუაშვილს გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს

დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.

“გრიგოლ ლილუაშვილს სხვადასხვა უწყებებში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. მას აქვს კარგი განათლება, შესაბამისად, მას სრულად დავუჭერ მხარს და მგონია, რომ მას ჩვენი გუნდის სრული მხარადჭერა ექნება, იმ პროფესიული უნარ-ჩვევებიდან, გამოცდილებიდან და განათლებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს”,-აცხადებს ანრი ოხანაშვილი