კოსოვო-მონტენეგროს (ჩერნოგორიის) მატჩზე არეულობა მოხდა

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას სტადიონ “ფადილ ვოკრიზე” თვითგამოცხადებული კოსოვოს რესპუბლიკისა და მეზობელი ექს-იუგოსლავიური რესპუბლიკა ჩერნოგორიის გულშემატკივრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. საფეხბურთო მატჩი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის ფარგლებში გაიმართა.

ვიდეოზე ჩანს, რომ შეტაკება სტუმრების ტრიბუნაზე დაიწყო. სტადიონის დაცვას პოლიცია დაეხმარა, რათა მღელვარება დაწყნარებულიყო. კოსოვოელთა ტრიბუნებიდან ისმოდა “კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის” მხარდამჭერი, პროვოკაციული ლოზუნგები.

სერბეთის წინააღმდეგ 1999 წელს ნატომ აგრესია განახორციელა, რომლის შედეგად ამ ქვეყნის შემადგენელ ნაწილ კოსოვოზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა. დასავლეთისა და მუსლიმანური სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა კოსოვოს დამოუკიდებლობა 2008 წლის დასაწყისში აღიარა. საქართველო, რუსეთთან და მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობასთან ერთად, კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.