სირიის და თურქეთის არმიების პირველი დაპირისპირება

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მანბიჯში სირიის სამთავრობო არმიის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა 2 თურქი ჯარისკაცი. მანამდე კიდევ ორი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ქურთულ შენაერთებთან შეტაკების გამო.

აღსანიშნავია, რომ მანბიჯში პატრულირებას, სირიის სამთავრობო არმიასთან ერთად, რუსული ჯარები აწარმოებენ. დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მოუწოდა სირიის გენერალიტეტს, თურქ სამხედროებთან მიაღწიონ შეთანხმებას, მოლაპარაკებებში დახმარების აღმოსაჩენად მოსკოვი მზადყოფნას გამოთქვამს.