სუს-ი ზედმეტად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში?!

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი,რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებითაა დაკავებული,აცხადებს, რომ ის შეთქმულების მსხვერპლია.

როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გრიგოლ ივანეიშვილმა განაცხადა, ის უდანაშაულოა, შეთქმულების მსხვერპლია და ქრთამის აღება მისთვის მიუღებელია.

„მე აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ. ერთი პროცენტითაც თავს დამნაშავედ რომ ვგრძნობდე, საერთოდ გავჩუმდებოდი. მიმუშავია იმ პერიოდშიც, როცა ხელფასი 40 ლარი იყო, მაგრამ ეს მაშინაც შორს იყო ჩემგან, რასაც ქრთამი ჰქვია.

ბატონმა შალვა თადუმაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბრალის ახალი სტანდარტი უნდა დამკვიდრდესო. მე მეეჭვება, რომ ჩემ შემთხვევაში ასეა.

სუს-ის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციას თავისი მიზეზები აქვს. ეს დიდი ხნით ადრე დაიგეგმა, ვიდრე საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გატანა. სუს-ი იმაზე მეტად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ვიდრე ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს”, – განაცხადა ივანეიშვილ