თურქეთის თავდაცვის მინისტრის აგრესიული ზრახვები საქართველოს და სხვა მეზობლების მიმართ – არშემდგარი სკანდალი

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა სკანდალური ზრახვები გამოამჟღავნა. კერძოდ, თავის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე აკარმა 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც თითქმის ნახევარი ბულგარეთი, საბერძნეთის ქალაქი სალონიკი, ჩრდილოეთი სირია, ჩრდილოეთი ერაყი და ქართული ქალაქი ბათუმი თურქეთის შემადგენელ ტერიტორიებად არის მონიშნული.

რუკის ქვეშ მინისტრი აკარი წერს: “ჩვენ არავის მიწაზე არ დაგვიდგამს თვალი! ჩვენ უბრალოდ წავიღებთ იმას, რაც გვეკუთვნის!”

ამ ფაქტზე ყურადღება რამდენიმე საათის წინ “ფეისბუკის” ქართველმა მომხმარებლებმაც გაამახვილეს. ყოველი შემთხვევისთვის, ვდებთ ბმულს თურქი მინისტრის შესაბამის პუბლიკაციაზე: https://www.facebook.com/MSB.HulusiAkar/photos/a.2147050598899855/2452874984984080/?type=3&theater

თუმცა თურქეთის კონსულმა ბათუმში მაქბულე კოჩაკმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ფეისბუკზე მითითებული გვერდი თურქეთის თავდაცვის მინისტრს არ ეკუთვნის. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გვერდს 96 378 გამომწერი და მომწონებელი ჰყავს. კონსულმა განაცხადა, რომ იგი პრობლემის შესახებ ანკარას აცნობებს.

 

“ნიუსფრონტის” ქართული სამსახური