აშშ ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ეს მოსაზრება გამოთქვა დემოკრატიულ პარტიაში კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე. ბაიდენი ამბობს, რომ ტრამპს “არაფერი ესმის საგარეო პოლიტიკაში”.
ბაიდენი ტრამპის საპირისპირო პოზიციაზეა სირიის საკითხში და მხარს უჭერს ამერიკული ჯარების ყოფნას ამ ქვეყანაში, ისევე როგორც, მთელ რეგიონში, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის აუცილებლობის მოტივით.