უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი გეგმავს, შვიდი დღის ვადით დაელოდოს დონბასში “სიჩუმის დღეებს” ჯარების გასაყვანად, ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის ფაქტი უნდა დაადასტუროს ეუთოს სპეციალურმა მონიტორინგის მისიამ.
ზელენსკის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო ორი დღის განმავლობაში შენარჩუნებულია. ეს განცხადებები უკრაინის პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგასთან ერთად ჩატარებულ ბრიფინგზე გააჟღერა.