თურქეთის აქტიური დიპლომატია სირიის კრიზისის ფონზე გრძელდება.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 22 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციაში ერთდღიანი ვიზიტით გაემგზავრება. კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტი ერდოღანი ქალაქ სოჭში ჩაფრინდება, სადაც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ორიდ დღის წინ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც პუტინმა ერდოღანი რუსეთში მიიწვია.
დღეს, 17 ოქტომბერს კი, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა სირიის კრიზისის საკითხზე შეხვედრების გასამართად გუშინ დედაქალაქ ანკარაში ჩამოსული ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი რობერტ ჩარლს ობრაიენი და მასთან ერთად მყოფი დელეგაცია მიიღო.
ეროვნული თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, მინისტრი აქარი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ობრაიენს და მასთან ერთად მყოფ დელეგაციას შეხვდა.