ამერიკელები სირიაში საკუთარი იარაღის განადგურებაზე გადავიდნენ

სირიიდან შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევაკუაცია პანიკურ ხასიათს იღებს. გუშინ ამერიკელებმა სირიიდან მყისიერი გასვლისას დატოვებული შეიარაღებების საწყობი გაანადგურეს. ამის შესახებ “ტვიტერში” პოლკოვნიკმა მაილს კეგინსმა დაწერა.
ამერიკულმა თვითმფრინავებმა შეიარაღებების საკუთარი საწყობი დაბომბეს. განადგურებულია ლაფარჯის საცემენტო ქარხანა, სადაც ჭურვების საწყობი იყო განლაგებული. ამერიკელები შიშობდნენ, რომ მათი იარაღი ხელში არ ჩავარდნოდა მათ მოწინააღმდეგეებს.