ბათუმში ისტორიულ სახლს ანგრევენ

ბათუმში, გორგილაძის 116 ნომერში კიდევ ერთ ისტორიულ სახლს ანგრევენ. ბათუმის მერიამ ობიექტის დემონტაჟის უფლება კომპანიას 11 ოქტომბერს მისცა. მანამდე კი, ინვესტორი ორსართულიან სახლს უკანონოდ, საჭირო ნებართვის გარეშე ანგრევდა. 8 ოქტომბერს მერიამ ის გააფრთხილა, 3 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები შეაჩერებინა. 9 დღის შემდეგ  სახლი ეზოში კვლავ მუშაობს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს დემონტაჟი.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ კომპანიას ეს ნებართვა ჯერ არ მიუღია.

​კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია 2018 წელს უნებართვოდ შემოღობეს, ასევე მშენებლობის ნებართვის გარეშე დაიწყეს სახლის დაცლა და ოჯახების ქირით გაყვანა. ამის შემდეგ MJM Group​-ის წარმომადგენელმა ისიც თქვა, რომ არ იყო გამორიცხული გაფუჭებული გამოესწორებინათ და სახლს რესტავრაციაც ჩატარებოდა.

ჯახის ქირით გაყვანის დროს კი, კომპანიის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ ადგილზე მრავალსართულიანი კომპლექსი უნდა აეშენებინათ. MJM Group​-მა მერიას ნებართვის მისაღებად ერთხელ მიმართა და მაშინ უარი უთხრეს, შეცვლილი პროექტი კი თვითმმართველობაში აღარ შესულა