გერმანიაში გამოქვეყნდა “შელ”-ის კვლევა, რომელიც მიმდინარე წლის გამოკითხვებს მოიცავს. გამოკითხვები ჩატარდა 12-იდან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში. გამოიკითხა 2572 რესპონდენტი, აპრობირებული სტანდარტული მკითხვარების მეშვეობით.
საინტერესო შედეგები დაიდო იმ თვალსაზრისით, რომ მიუხედავად გერმანიაში დემოკრატიის არსებობისა (სჯერა 77%-ს), უმეტესობა (53%) ფიქრობს, რომ “მთავრობა მოსახლეობას სიმართლეს უმალავს”.
გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ გერმანიაში “უცხოელზე ცუდს ისე ვერ იტყვი, მაშინვე რასიზმი რომ არ დაგაბრალონ”.
გერმანელი ახალგაზრდების 66% ტერორიზმის საფრთხეს ხედავს, 56%-ს მიაჩნია, რომ იზრდება მტრული დამოკიდებულება განსხვავებული აზრების მქონე ადამიანებს შორის.
გამოკითხულთა 1/3 ფიქრობს, რომ ისლამი ძირს უთხრის გერმანიას. ნახევარზე მეტი ემხრობა აზრს, რომ სახელმწიფო მეტ ყურადღებას უცხოელ ლტოლვილებს აქცევს, ვიდრე ღარიბ გერმანელებს.
ევროკავშირისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გერმანელ ახალგაზრდებში არ აღემატება 43%-ს.
ლიბერალური მეინსტრიმული მასმედია ახალგაზრდობის ამ სავსებით ჯანსაღ შეფასებებს “პოპულიზმის გავლენად” აფასებს.