ღამის შეტაკებების კადრები ბარსელონაში

კატალონიის დედაქალაქში გრძელდება სტიქიური პროტესტი დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსთა მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი მკაცრი ვერდიქტის გამო. პროტესტი არეულობებში გადაიზარდა. 16-იდან 17 ოქტომბრის ღამეს პოლიციას მოუხდა ათეულობით მოქალაქის დაკავება და საპროტესტო აქციის უხეში ფორმებით დაშლა.