WikiLeaks-ის დამაარსებელ ჯულიან ასანჟის მიმართ გამოყენებულ იქნა “ფსიქოლოგიური წამება”, ხოლო მისი უფლებები “სისტემატურად ირღვეოდა”. ამის შესახებ განაცხადა წამების სპეციალურმა მომხსენებელმა გაეროში ნილს მელცერმა. ნიუ-იორკში მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე მან ჟურნალისტებს აუწყა, რომ ორ ექიმ-ექსპერტთან ერთად მოინახულა ასანჟი ბელმარშის ინგლისურ ციხეში.
“ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ასანჟზე დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებულია ფსიქოლოგიური წამება. ასეთია სამედიცინო შეფასება” – ხაზგასმით აღნიშნა მელცერმა.
ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩომ, სადაც იგი თითქმის შვიდი წლის მანძილზე აფარებდა თავს, 11 აპრილს გადასცა ბრიტანეთის სამართალდამცავებს. ასანჟს ამერიკაში ექსტრადიცია და იქ 170-წლიანი პატიმრობა ემუქრება.