პატრიარქის გარემოცვამ პატრიარქთან მამუკა ხაზარაძის ვიზიტი მოაწყო. ხაზარაძე ამ შეხვედრას უკვე იყენებს თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის რეკლამისათვის.
ქსელში უკვე გავრცელდა “გულისამაჩუყებელი” ფოტო:
“შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესა და უნეტარესთან ილია მეორესთან. ვისაუბრეთ მოძრაობა “ლელოს” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.
პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა. ერთად საქართველოსთვის”, – ნათქვამია ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.