ოქრუაშვილი ციხიდან სოც.ქსელში საჯარო წერილს აქვეყნებს და ტელეფონით სარგებლობის აკრძალვაზე წუხს?!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილმა მას შვილებთან დარეკვა აუკრძალა.


“ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქედანაც გამოჩნდა გირაოთი რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა ,( რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა.
სულ ვფიქრობ, მართლა მე შევაშინე თუ ბავშვობიდან იყო ასეთი ქვეშაფსია”, – წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ  ოქრუაშვილს სოციალურ ქსელებთან აქვს  წვდომა და საჯაროდ აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა. დარეკვა  კი  ეკრძალება?!