ამერიკის ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებამ გუშინ მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა, პასუხისგებაში ერთი და იმავე დანაშაულის გამო ხელმეორედ მიეცნენ აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეწყალებული პირები. ამის შესახებ შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს ვებ-გვერდი იუწყება.
“გუბერნატორმა კუომომ დღეს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სპობს საკანონმდებლო ხვრელს, რითაც სარგებლობდნენ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული და შტატის დონეზე სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობისგან ერთი და იმავე დანაშაულისთვის თავდახსნილი პირები” – აღნიშნულია გუბერნატორის ვებ-გვერდზე.
როგორც ცნობილია, საქართველოში დიდი ვნებათაღელვა და აღშფოთება გამოიწვია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების დაუსაბუთებელმა შეწყალებამ. ამერიკული პრეცედენტი, შესაძლოა, მაგალითი იყოს საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ ანგლო-საქსური სამართლის სისტემა არსებითად განსხვავდება ჩვენში არსებული ვითარებისაგან – “ნიუსფრონტი-საქართველო”.