“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტრადიციული სეზონური შეთავაზებები გრძელდება. მათი ინფორმაციით, „ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მფლობელ ფიზიკურ პირებს, საშემოდგომო აქციაზე იწვევს და ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად სთავაზობს, რაც მძღოლებისთვის საშემოდგომო მოგზაურობას მეტად უსაფრთხოს გახდის.
საშემოდგომო აქციაში ჩართვით დაინტერესებული მომხმარებლისთვის, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კონკრეტულ მომსახურებებზე, დამატებით, 10%-იან ფასდაკლებასაც აწესებს.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საშემოდგომო აქციის ფარგლებში VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებს ავტომობილებში ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლა ძრავის ახალი, ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 90 ლარად შეეძლებათ. Corolla-ს მფლობელებს ამ მომსახურებას 100 ლარად, ხოლო Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს კი, 125 ლარად გაუწევენ. ამასთან, ყველა მომხმარებელს, რომელიც საშემოდგომო აქციით ისარგებლებს, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლასა და „ანტიფრიზზე“, დამატებით, 10%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მიერ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე სხვა ავტონაწილები არის ორიგინალი (იაპონური) წარმოების, უმაღლესი ხარისხის და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ავტორიზებულ სერვისცენტრში მძღოლებს მომსახურებას გაუწევენ „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.
საშემოდგომო აქციაში ჩართვით, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.
აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ., 09:30-დან 18:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 032 2511; 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com,“ – ნათქვამია ინფორმაც