საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინ ააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, იმერეთის რეგიონში, ერთ – ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, საქონლის გაყიდვის გაადვილების მიზნით, ავტომანქანისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის, არაბრენდირებული მაგნიტოფონების ნიშანდება SONY- ს სასაქონლო ნიშნით და სავაჭრო ობიექტზე მათი რეალიზაცია მოახდინა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს