თეა წულუკიანი-აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას

“პრეზიდენტი რომ ვიყო აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას”, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა მისივე განმარტებით ხუმრობით.

წულუკიანს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჰკითხეს, თუ პროკურატურას შეწყალების საქმეზე ზურაბიშვილთან კითხვები გაუჩნდება, უნდა მივიდეს თუ არა პრეზიდენტი საგამოძიებო ორგანოში მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ამის ვალდებულება.

“ხუმრობა იქით იყოს და როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ ყველას უნდა გვესმოდეს: მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როცა გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია პასუხის გაცემა, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა. ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა და იმედია ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს”, – განაცხადა წულუკიანმა.