თბილისში, სასტუმრო “შერატონში”, შედგა ამერიკის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს -USAID-ის პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე საქართველოსთვის “დახმარებას” გულისხმობს. პროგრამის სახელწოდებაა – “უკუათვლა 2020 წლამდე: უფლებამოსილი მოქალაქეები პასუხისმგებლიანი პოლიტიკისთვის”. მასში ჩართულია სამი საერთაშორისო და ექვსი ქართული ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაცია.
პროგრამის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია და მას ზემოთ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები აითვისებენ. ისინი ჩაატარებენ სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებიც მიზნად ისახავს “სამოქალაქო აქტივობის” და, რაც მთავარია, “პოლიტიკურ დაწესებულებებზე კონტროლის გაძლიერებას”.
სავარაუდოდ, ამერიკული “რბილი ძალის” მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, მასმედიასთან უნისონში, რუსეთის “რბილ ძალაზე” გააძლიერებენ განგაშს.