ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეს “ოქტომბრელად'”მიიჩნევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მის მიერ გამოცხადებული ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი საქმიანობა მტკივნეული საკითხების გარშემო მოსახლეობის მხარდაჭერას მოემსახურება.

„მე გამოვაცხადე ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელიც პირველ რიგში ემსახურება კონკრეტული, ჩემთვის მტკივნეული საკითხების გარშემო მოსახლეობის მხარდაჭერას. დღეს ერთ-ერთი მოისმინეთ, დავით გარეჯის საკითხიც დავაყენე, საასამართლოს საკითხიც. საბოლოო ჯამში მიიღებს თუ არა პოლიტიკურ ფორმას, მოგვიანებით მოგახსენებთ, ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი წახნაგები“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

 

ანა დოლიძემ კითხვაზე, „ირაკლი კობახიძე გამორიცხავს თქვენთან თანამშრომლობას, რა პოზიცია გაქვთ, ვისთან ერთად შეიძლება შეხვიდეთ პარლამენტში“, ასე უპასუხა: „ირაკლი კობახიძეს და მის ოქტომბრელ მეგობრებს  დავპირდი, ჩემი ხელით ჩამოვკიდებ ოქტომბრელების გულსაბნევს, როდესაც ისინი წავლენ პარლამენტიდან 2020 წლის ოქტომბერში, ეს არის ჩემი გზავნილი ირაკლი კობახიძეს”