საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კიდევ ერთი კომპანია – „ანაგი“ შეუერთდა. ამის შესახებ “საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან” გაავრცელეს ინფორმაცია.
ასოციაციის ინფორმაციით, „ანაგი“ უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. ის 1989 წელს დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს.
„ანაგის“ ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია მზადაა შესთავაზოს დამკვეთს მომსახურების სრული პაკეტი – საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული.