ბარსლონაში დიდი გაფიცვა იწყება, ტურიზმი და ფეხბურთი შეჩერებულია

ათასობით ადამიანი მოემართება ფეხით  ესპანეთის ავტონომიური ტერიტორიის კატალონიის დედაქალაქ ბარსელონასკენ. დემონსტრანტები ბლოკავენ ბარსელონას უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობებს. საფეხბურთო მატჩი სახელგანთქმული კლუბ “ბარსელონას” მონაწილეობით გადაიდო.

ჯერ-ჯერობით მატარებლები ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ, მაგრამ სადგურებსა და ბაქნებზე სამართალდამცავები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ, არავინ იცის, როდის რა მოხდება. ავტონომიის დედაქალაქის სტუმრებმა აეროპორტს წინასწარ მიაშურეს, რათა პრობლემები არ შექმნოდათ, თუმცა ბევრი რეისი გადაიდო.

ასე იწყება კატალონიასა და მის დედაქალაქში გენერალური გაფიცვა, რომელიც 9 სეპარატისტული პოლიტიკოსის მიმართ სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთას მოჰყვა.