დღეს, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება – საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გაიმართება, სადაც საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ წევრს აირჩევენ.კონფერენცია საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ შალვა თადუმაძემ მოიწვია.
უწყების ცნობით, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია. საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. მათგან მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს.
საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება. აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება.
2019 წლის 20 და 21 ოქტომბერს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ წევრს ეწურება. შესაბამისად, 2019 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების შემადგენლობით, არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს 6 ახალი პროკურორი წევრი შემდეგი კვოტების მიხედვით: 2 წევრი საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე; 1 წევრი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე; 2 წევრი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული – საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე; 1 წევრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე.
უწყების ცნობით, საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი, ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი. პროკურორთა კონფერენციას ესწრებიან პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლე