ფუსფუსი “ოკუპაციის” წინააღმდეგ – ელისაშვილი და სხვები

სამოქალაქო მოძრაობის” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ე. წ. “ანტისაოკუპაციო მოძრაობა  „ძალა ერთობაშია” -ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ ჩორჩანა-წნელისი-წაღვლის მონაკვეთზე არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და ანტისაოკუპაციო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

„სამოქალაქო მოძრაობა” საბჭოს შექმნას მხარს უჭერს.

„ანტისაოკუპაციო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით და მშვიდობიანი მეთოდებით შევაჩეროთ ოკუპაცია და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ფაქტია, რომ მთავრობა წაყრუებისა და კოლობორაციის გზაზე დგას. ჩვენ უნდა შემოვულაწუნოთ მათ და დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი. მე მჯერა, რომ ანტისაოკუპაციო საკოორდინაციო საბჭო ეფექტური და ქმედითი სტრუქტურა იქნება, რომელსაც კონკრეტული გეგმები და ხედვა ექნება,-” აღნიშნა “სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.