“გირჩმა” სულ “აიწყვიტა” – უპატრონო ქვეყანაში “კანაფის ფესტივალი” ტარდება

დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობა დიდი ტემპებით გრძელდება. 20 ოქტომბერს, თბილისში, დედაენის ბაღის ტერიტორიაზე Tbilisi CannaExpo 2019 ჩატარდება, სადაც დამთვალიერებლებისთვის წარმოდგენილი იქნება კანაფთან დაკავშირებული პროდუქტები.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით ეს საკმაოდ მრავალფეროვანი გამოფენა იქნება — გროუ ტენტები, განათებები, სასუქები, CBD ზეთები, მოსაწევი აქსესუარები და ეს ყველაფერი არ არის, რასაც იქ იხილავთ.

ღონისძიება, რომლის წარმომადგენლებიც გირჩთან ერთად სვადასხვა კომპანიები არიან, 12:00 საათზე დაიწყება და საღამოს 20:00 საათამდე გასტანს.

აღსანიშნავია, რომ Tbilisi CannaExpo თბილისში პირველად გაიმართება და დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის სრულიად თავისუფალი იქნება.