ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 1 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მიიღო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-შეთანხმებას.

„საქართველოს ისტორიაში პირველად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, მსოფლიო ბანკთან ერთობლივი მუშაობით, ევროკავშირიდან, მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნოლოგიების კომერციალიზაციისთვის, 1 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. სააგენტოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იქმნება სისტემა, რომელშიც განხორციელდება ტექნოლოგიების გადაცემის პროცესი“,- განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ვინსენტ რეის განცხადებით, „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას, ჰქონდეს კიდევ უფრო ინოვაციური ეკონომიკა“.

„აღნიშნული პროექტის მეშვეობით, ჩვენ საუკეთესო იდეებს ნოვატორულ პროდუქტებად და სერვისებად ვაქცევთ“, – განაცხადა ვინსენტ რეიმ