თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს რომ მას სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეწყალებასთან დაკავშირებით არ მოსწონს. “ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არ ყოფილა, არც დღეს არის. მას თავისი რეიტინგი აქვს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა”.
„ძალიან არ მომეწონა მისი გადაწყვეტილებები შეწყალებებთან დაკავშირებით, მტკივნეული თემა იყო თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის. შემდეგი გადაწყვეტილება მორატორიუმი, ერთი მხრივ შეიძლება კარგი და სწორი იყოს, მაგრამ არის კატეგორია ადამიანების, ვისთვისაც შეწყალებით შეიძლება კარგი საქმე გააკეთო და მისცე ამ ადამიანებს შანსი კიდევ ცხოვრებაში. შეუცდომელი არავინ არის, ხომ? ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს მორატორიუმთან დაკავშირებით საკითხი, რომ იმ ადამიანებს, ვინც ელოდება ამ რესურსის გამოყენებას, რომ ხელი შევუწყოთ,“- აღნიშნავს კახა კალაძე.