ბილისში სატრანსპორტო ნაკადების მოსაწესრიგებლად ქუჩებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დგომა მერიის დირექტივის შესაბამისად განხორციელდება.
ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მამუკა მუმლაძემ აღნიშნა, სამომავლოდ, შესაძლოა, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღოს პატრულმა „ქუჩების გაჭედვის“ დროს და მერიის დირექტივის ქვეშ მოექცნენ საპატრულო ეკიპაჟები.
“ჩვენ წავედით იმ მიმართულებით, რომ თუ ახლა 112-ში კონტრაქტორი კომპანია ზის და კამერების მართვით არის დაკავებული, ეს გააკეთოს მომავალში თვითონ მერიამ. შეიქმნას სისტემა, სადაც გადამზადებული კადრები იქნებიან. იმ შუქნიშნების რესურსების გამოყენებით, რომელიც გვაქვს, ჩვენ თვითონ მოვახდინოთ ნაკადების დათვლა, კონკრეტულ კვანძებზე გადაწყვეტილებების მიღება, კონკრეტული ქუჩების დაპროექტება-მოდელირება, რაც შემდგომ გადაეცემა ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს. ასევე, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღოს პატრულმა ქუჩების გაჭედვის დროს და ჩვენი დირექტივის ქვეშ მოექცნენ საპატრულო ეკიპაჟები”,- განაცხადა მუმლ