დღეს,საპენსიო სააგენტოს დირექტორი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს

დღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგება.

 

„საპენსიო სააგენტოს დირექტორი 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ საპენსიო რეფორმის კონკრეტულ შედეგებზე გაამახვილებს ყურადღებას და სააგენტოს მოკლე და გრძელვადიან მიზნებს ჩამოაყალიბებს. დეპუტატები მიიღებენ ინფორმაციას, რამდენი დასაქმებული არის ჩართული დაგროვებით საპენსიო სქემაში და რამდენმა ადამიანმა დატოვა სისტემა და შეწყვიტა დაგროვება. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საპენსიო სააგენტოს დირექტორი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს,“ – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.