17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენლის თანახმად, იგი სავარაუდოდ მანქანასა და კედელს შორის არის მოყოლილი.შსს-ში დაადასტურეს მუშის გარდაცვალება, თუმცა დაღუპვის გარემოებები არ დაუზუსტებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.