თურქეთის მთავარი გეგმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ

თურქეთი სირიის ჩრდილოეთით „უსაფრთხო ზონაში“ 12 სადამკვირვებლო პუნქტის განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ერდოღანის თქმით, თუ სირიის მთვარობა რეგიონში შეცდომას დაუშვებს, ანკარა შესაბამის პასუხს გასცემს.

მან დასძინა, რომ „უსაფრთხო ზონაში“ 2 მილიონი ლტოლვილი განთავსდება.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.  მის ერთ-ერთ მიზნად ქვეყნის ჩრდილოეთით „უსაფრთხო ზონის“ შექმნა სახელდებოდა. ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.

იმედი